22:27 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 17:23:17, 1505 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი - კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში

„კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდის განმავლობაში“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს შესთავაზეს რეჟიმი, რომლის მიხედვითაც,  მათ შეუძლიათ მიიღონ კონპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ.

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ ძალიან ბევრი საუბარი იყო პურის ფასის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, მე არაერთი განცხადება მქონდა გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს.

საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს, საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, რადგან ამას გაძვირების წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედვაად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა და სახელმწიფოს თავისი საკონპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული.

რეალურად, ჩვენ იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც,  მათ შეუძლიათ მიიღონ კონპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ.

კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომაროების მოქმედების პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
ზახაროვამ თბილისში რუსული ენის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებს „ექსტრემისტების ხროვა“ უწოდა
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში ვიზიტი საქართველოსთან ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics