|
2020-04-07 12:28:19, 1378 ნახვა
საზოგადოება
მეუფე დანიელი - როცა ადამიანი ავადაა და არ იცის, ეკლესიაში მოსვლით განიკურნება
როცა ადამიანი ავადაა და არ იცის, ეკლესიაში მოსვლით განიკურნება, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ადამიანი უღირსად ეზიარება, ის შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ ღირსეულად ნაზიარები ადამიანები ავრცელებენ მხოლოდ სიჯანსაღეს. „თუ ადამიანი ოდნავ მაინც ავად არის და არ იცის ამის შესახებ და ის მოვა ეკლესიაში, პირიქით, ის განიკურნება. ასეთი ადამიანები, რომლებიც სულიწმინდის მადლით არიან აღვსილნი, როდესაც გარეთ გადიან ისინი ავრცელებენ სულიწმინდის მადლს. ეს მადლი კურნავს საზოგადოებას, ასე წერია სახარებაში. თქვენა ხართ მარილი სოფლისა უკეთუ მარილი განქარდეს რაითამე დაიმარილოს. ე.ი. თუ ადამიანი ურწმუნოა, რასაკვირველია, მისთვის ეს გაუგებარია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მორწმუნეა და რასაკვირველია, აქ შიში არ უნდა იყოს. თუ ადამიანი უღირსად ეზიარება, ის შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ ღირსეულად ნაზიარები ადამიანები ავრცელებენ მხოლოდ სიჯანსაღეს და ჩვენი ქვეყანა სწორედ ამაზე დგას. დღესაც ის, რომ დინამიკა არ არის მაღალი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამის დამსახურება“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)