23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 12:02:16, 12824 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - 42 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკულად მძიმე იყო, ამ ეტაპზე სტაბილურია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 42 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკულად მძიმე იყო, ამ ეტაპზე სტაბილურია.

რატიანი იმედოვნებს, რომ თუ დღევანდელი დღე გადალახა ამ პაციენტმა, მისი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა არ გახდება საჭირო.

„რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობენ, ექვსი გვყავს რეანიმაციული პაციენტი, აქედან სამი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამი არის პონტანურ სუნთქვაზე.

62 წლის ქალბატონის მდგომაროება ამ ეტაპზე სტაბილურია. რაც შეეხება ქალბატონს 80 წლისას, მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 42 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკულად მძიმე იყო, ამ ეტაპზე სტაბილურია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ  თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, ამ ბიჭს ფიქტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა არ დასჭირდება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics