|
2020-04-07 11:23:47, 3750 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ინფექვიურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისი თქმით, საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტი კვლავ რჩება, რომლებსაც მწვავე ფორმის პნევმონია აღენიშნებათ. „სამი კვლევა გვქონდა, აქედან 2 იყო საკონტროლო კვლევა და ერთი 5 წლის ბავშვი იყო. ამ 5 წლის ბავშვთან იყო უარყოფითი პასუხი. საკონტროლო კვლევაზე კი ჯერჯერობით დადებითი პასუხი და გრძელდება მკურნალობა. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტიდან 2 არის მსუბუქი ფორმის, 2 არის საშუალო ფორმის და 2 არის მძიმე ავადმყოფი და მიმდინარეობს მძიმე პნევმონია. ორ პაციენტს ველოდებით, რომ ყველა მონაცემებით მათი გამოჯანმრთელების მდგომარეობა უნდა დადგეს“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)