|
2020-04-06 19:46:30, 15924 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ენდელაძე - 38 პაციენტიდან 2/3-ს ფილტვების ანთება აქვს 6 პაციენტი კი ძალიან მძიმეა
ინფექციურ საავადმყოფოში არსებული 38 პაციენტიდან 2/3-ს ფილტვების ანთება აქვს ხოლო 6 პაციენტი ძალიან მძიმედაა - ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ პაციენტებში იმატა პნევმონიამ, რაც შეიძლება გამოეწვია ასაკობრივი ზღვარის გაზრდას და ინფექციის გამოვლენის ხანგრძლივობას. „ამჟამად 38 შემთხვევაა დადასტურებული გაწერილი გვყავს 29 პაციენტი , 38-დან 2/3- ს ფილტვების ანთება აქვს 6 პაციენტი კი ძალიან მძიმედაა ერთი კრიტიკული, თანდათან უფრო მოიმატა სიმძიმემ. იმატა პნევმონია, ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა, მძიმე პნევმონიის შემთხვევებიც უფრო მეტია. დღის ბოლოს ველოდებით ტესტირების პასუხს. ამ დღეებში ველოდებით გამოჯანმრთელებულებს. გვყავს ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულებიც, მაგრამ ბავშვების მდგომარეობა მძმე არაა. პნევმონიის მატება გარკვეულ წილად ასაკმა და გამოვლენის ხანგრძლივობამ განაპირობა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)