|
2020-04-06 18:29:18, 2260 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის დიდ ქალაქებში შაბათ-კვირას ხალხმრავლობა შეინიშნებოდა
ჩინეთის დიდ ქალაქებში, მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა, შაბათ-კვირას ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 4 აპრილს ანჰუის პროვინცია ჰუანგშანის პარკში შეკრებილი იყო ათასობით ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ბევრ მათგანს ეკეთა პირბადეც. ამავდროულად, შანხაიში კვირის განმავლობაში ასევე შეინიშნებოდა ხალხმრავლობა. ქალაქის მრავალი რესტორანი, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაკეტილი იყო, ფუნქციონირებას აგრძელებდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო პეკინშიც, სადაც ადგილობრივები ქალაქის პარკებსა და ღია ადგილებში უკვე აქტიურად სეირნობდნენ. ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემიას ებრძოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ მთავრობა ნელ-ნელა ამცირებს შეზღუდვებს, ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტებმა მოუწოდეს საზოგადოებას გააგრძელონ რეკომენდაციების დაცვა. ზენგ გუანმა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ხუთშაბათს Health Times- ის განუცხადა, რომ „ჩინეთს ჯერ ეპიდემიის დასასრული არ უნახავს“.
ფოტო: CNN / Shawn Deng
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)