|
2020-04-06 16:09:30, 13613 ნახვა
ომი უკრაინაში
რეხვიაშვილი - covid19-ით გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლეს, რომელიც 87 წლისაა, კორონავირუსი დაუდგინდა
რამდენიმე დღის წინ covid19-ით გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლეს, რომელიც 87 წლისაა, კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულია კიდევ ერთი ქალბატონი, რომლსაც 13 მარტიდან საზღვრის კვეთის ისტორია უფიქსირდება. მიმდინარეობს მისი კონტაქტების ძიება, ამ ეტაპზე კი 25-მდე კონტაქტია მოძიებული. „დღეის მდგომარეობით ორი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა. ერთი ბოლნისში და მეორე მარნეულში. რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლეს 87 წლის კაცს, დაუდგინდა კორონავირუსი, ეს ქვემო ბოლნისის კლასტერია. პაციენტი გადაყვენილია თბილისში. მეორე ფაქტი არის მარნეულში, აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელში, იქიდან ერთ ქალს დაუდასტურდა კორონავირუსი და ცნობილია, რომ 13 მარტიდან აქვს საზღვრის კვეთის ისტორია. მასთან კონტაქტების მოძიება გრძელდება, დადგენილია 25 ადამიანი, რომლებიც მკაცრ თვითიზოლაციაში არიან. დღეის მდგომარეობით, რეგიონში 23 დადასტურებული შემთხვევაა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)