23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 13:48:38, 3275 ნახვა

ომი უკრაინაში
ტიკარაძე - დავიწყეთ გარკვეული მიზნობრივი ჯგუფების, მათ შორის მედპერსონალის აგრესიული ტესტირება, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უკვე დაიწყო გარკვეული მიზნობრივი ჯგუფების, მათ შორის მედპერსონალის აგრესიული ტესტირება, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება.

მისი თქმით, აგრესიული ტესტირება ჩვენთვის პრიორიტეტია, რომელსაც კონკრეტული დრო და სივრცე გააჩნია.

„აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით. ის, რომ ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და უკვე გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, ისეთებს, როგორიცაა მედპერსონალი, არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში. აგრესიული ტესტირება ეტაპობრივად გაფართოვდება კლასტერების უფრო დეტალურად ამოსაცნობად და დეტალური კვლევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმური და ზომიერი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიყოთ ეფექტურები და ზუსტად გამოვავლინოთ ყველა კლასტერი და ინფიცირებული. პანდემიასთან ბრძოლას გააჩნია გარკვეული გრადაცია, რასაც ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ყოველ ნაბიჯზე იცვლება ალგორითმები და პრიორიტეტები. აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია ჩვენთვის, უბრალოდ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე - სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ვადასტურებ, რომ სახელმწიფოსთვის, სამინისტროსთვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics