12:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 14:34:13, 447 ნახვა

პოლიტიკა
კახი კახიშვილი: ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით

„ამ თემზე მუდმივად აპელირება უნდა დამთავრდეს,  სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით“,-ამის შესახებ სასჯელააღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა მსჯავრდებულების გაშიშვლების საკითხის კომენტირებისას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, წესები, რომელიც დანერგილია საქართველოში თავიდან ბოლომდე ზის ციხის  ევროპულ სტანდარტებში. 

„ამ თემასთან დაკავშირებით  მე უკვე  ვისაუბრე.   რა თქმა უნდა მოხარული ვარ, რომ  მათ გაასაჩივრეს ეს საკითხი.  იმიტომ რომ მუდმივად აპელირება ამ თემის   სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დამთავრდეს.  ჩვენ დავემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის წესები რა წესებიც არის ჩვენთან დანერგილი თავიდან ბოლომდე ზის ციხის ევროპულ სტანდარტებში. ის არ ეწინააღმდეგება არანაირად საერთაშორისო სტანდარტს, მათ შორის“ სიპიტის“ მოთხოვნებს.ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც ამ საკითხებს სწავლობს ქვეყნების შემოწმების დროს. სულ ახლახან იყო სიპიტი შემოსული და სწავლობდა ამ საკითხს“,-აღნიშნა კახიშვილმა. 
პრობაციის მინისტრმა  იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა თუ როდის არის აღნიშნული პროცედურა ბრალდებულისთვის ღირსების შემლახავი. 

კახიშვილმა განმარტა, რომ ღირსების შემლახავია გაშიშვლების პროცედურა თუ მას უცხო პირები, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები  ესწრებიან და  ეს ყველაფერი  ვიდეომონიტორინგის  პირობებში ხდება.  
ამასთან, კახი კახიშვილმა ბრალდებულის სრულ   და არასრულ  შემოწმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მიზანია არ მოხდეს გარედან შემოსული პატიმრის მიერ დაწესებულებაში უცხო ნივთების შემოტანა. 

„კრიტერიუმები არსებობს თუ  როდის არის ეს პროცედურა ღირსების შემლახავი. ჩვენ ამ კრიტერიუმებში არ ვჯდებით,  იმიტომ რომ ღირსების შემლახავია,  მაშინ როდესაც ხდება ბრალდებულის  მწკრივში ჩაყენება .  როდესაც უცხო პირები და საპირისპირო სქესის წარმომადგნლები ესწრებიან ამ პროცესს,  როდესაც  ვიდეო მონიტორინგის პირობებში ხდება ეს ყველაფერი და  ხდება ხელით შეხება. ეს ყველაფერი ღირსების შემლახავია ამაში  ნამდვილად ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. ერთი საკითხია, რატომ ხდება სრული და არასრული შემოწმება. ორი მიზეზი და მიზანია. ერთი, უცხო და აკრძალული ნივთების  შემოტანა რომ არ მოხდეს.  ამ პროცედურას გადიან ის პატიმრები, რომლებიც გარედან შემოდიან დაწესებულებაში  ანუ პირველი შესახლების დროს. მეორე მიზანი ეს არის სტამბოლის პროტოკოლის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი პატიმარი, რომელიც შემოვა ციხის ტერიტორიაზე, მის სხეულზე არსებული დაზიანებები უნდა იყოს დოკუმენტირებული და  შემოწმებული.  თუ შემომათავაზებენ იმ მოდელს, რომ ერთის მხრივ დაზიანებები იყო აღწერილი, მე რა თქმა უნდა მზად ვარ ნებისმიერი წინადადება მივიღო. თუ რა თქმა უნდა ის იმ მოთხოვნებში და სტანდარტებში ჩაჯდება, რომელიც დანერგილია ევროპულ ქვეყნებში“,-განაცხადა კახი კახიშვილმა. 

ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში.
როგორც საიას  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სარჩელი ეხება სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული, ვინც შედის და გამოდის ციხიდან, უნდა გაშიშვლდეს და გაშიშვლების შემდეგ აკეთებს ბუქნს.

საიას განცხადებით მინისტრის ბრძანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც კრძალავს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics