|
2020-04-06 10:26:51, 1787 ნახვა
მსოფლიო
ელისაბედ მეორე - ჩვენ გავიმარჯვებთ და უკეთესი დღეები დაბრუნდება
გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა. აღნიშნული ტელევიზიით, რადიოთი და სოციალური ქსელებით, პირდაპირ ეთერში ტრანსლირდებოდა. დედოფალმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავეებს, ასევე მოსახლეობას და ბრიტანელებს და აღნიშნა, რომ ისინი დიდ როლს ასრულებენ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ,,მე თქვენ მოგმართავთ მაშინ, როდესაც დაირღვა ჩვენი ქვეყნის ნორმალური ცხოვრება. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ვიამაყებთ იმით, თუ როგორ შევხვდით ჩვენ ამ სირთულეებს. ის თაობები, რომლებიც ჩვენს შემდეგ მოვლენ, იტყვიან, რომ ბრიტანელების ეს თაობა ისეთივე ძლიერია, როგორიც მისი წინაპარი. ჩვენ არაერთი გამოწვევის წინაშე ვმდგარვათ, მაგრამ ეს განსხვავებულია. ახლა მსოფლიოს ყველა ქვეყანა გაერთიანებულია და ებრძვის ვირუსს. ჩვენ გავიმარჯვებთ და დაბრუნდება უკეთესი დღეები. ისევ შევხვდებით ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ერთმანეთს ისევ შევხვდებით", - განაცხადა დედოფალმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)