|
2020-04-04 14:36:52, 8680 ნახვა
ომი უკრაინაში
ინდოეთში covid19-ის დადასტურებული შემთხვევებიდან, 647 შემთხვევა დაკავშირებულია რელიგიურ შეკრებასთან
ერთი დღის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 601 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობისთვის, ამ დროის მანძლზე ქვეყანაში ახალი შემთხვევის ყველაზე მეტი რაოდენობა დაიქსირდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 3 082 ადამიანი, აქედან გარდაცვლილია 86 ადამიანი. ინფიცირების რიცხვის ზრდა დაკავშირებულია მარტში ნიუ დელის მეჩეთში გამართულ რელიგიურ შეკრებებთან, - განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირებული 647 შემთხვევა კავშირშია ამ რელიგიურ ღონისძიებასთან, ამბობს ლავ აგარვალი. დელის მთავრობამ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ იგი მკაცრ ზომებს მიიღებს იმ შეკრებების ორგანიზების პასუხისმგებელ პირთა მიმართ. ”ჩვენ გვეუბნებიან, რომ უამრავმა ადამიანმა დატოვა ეს მეჩეთი და წავიდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში”, - თქვა მინისტრმა არვინდ კეჯრივალმა.
ფოტო: Getty images
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)