|
2020-04-04 13:51:43, 7013 ნახვა
ომი უკრაინაში
პრემიერი - წინ გველის დიდი ბრძოლა და ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, რათა გავუძლოთ მსგავსს დარტყმებს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს და ექიმებს მიუსამძიმრა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ქალბატონის გადასარჩენად. მან მოუწოდა მედპერსონალს და აღნიშნა, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში გველის დიდი ბრძოლები და უნდა ვიყოთ მზად, ყველაფრისთვის. „მინდა მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო ოჯახს და ახლობელბს, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა ისინი გავამხნევო, ჩვენ წინ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველის და უნდა გვესმოდეს, რომ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქეო სექტორი, საზოგადოება, მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუძლოთ მსგავსს დარტყმებს და უნდა შევთანხმდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)