18:24 - 22 Jul, 2026
|
2020-04-04 12:15:38, 3575 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდგინდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდგინდა, - ამის შესახე ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ოთხი დღის წინ თურქეთიდან შემოვიდა, იმყოფებოდა საკარანტინე ზონაში და ორი დღის წინ მიმართა მათ საავადმყოფოს. „გუშინ გვყავდა შვიდი პაციენტი კვლევაზე, აქედან ექვსის პასუხი არის უარყოფითი ერთის პასუხი - დადებითი. კორონავირუსი დაუდგინდა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ოთხი დღის წინ თურქეთიდან შემოვიდა, მოხვდა საკარანტინე ზონაში და გუშინწინ შემოვიდა ჩვენთან. შეიძლება ჩაითვალოს საშუალო სიმძიმის პაციენტად, იმდენად რამდენადაც კოვიდი პნევმონიითა გართულებული, აქვს ტემპერატურაც“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)