|
2020-04-03 20:50:40, 3921 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე მსხვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან იმსჯელა
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე მსხვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან იმსჯელა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პოსტკრიზისულ ეტაპზე კომპანიების დახმარების მიზნით საკრედიტო-საგარანტიო სქემის შექმნის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ. “პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შესახებ მთავრობის მეთაური, ბიზნესსექტორს დღეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბიზნესომბუდსმენთან ერთად ესაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს, რათა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ კომპანიებმა შეძლონ, განვითარების ტემპების სწრაფად აღდგენა და ამ პროგრამის შემუშავებაში ბიზნესსექტორის ინიციატივებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პრემიერმა მოისმინა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლების შეთავაზებები, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. შედგა შეთანხმება, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს, რაზეც შემდგომ მსჯელობა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან პოსტკრიზისულ გეგმაზე მსჯელობის დღეს დაწყება ძალიან დროულია, ხოლო შეთავაზებული დახმარება - ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, ვინაიდან მსოფლიო გამოწვევის დაძლევის შემდეგ, ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა, რათა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დაუბრუნდეს განვითარების სასტარტო ეტაპს და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალური კონკურენციის პირობებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)