23:56 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 17:17:55, 2031 ნახვა

კომენტარი
იონათამიშვილი - სახალხო დამცველის ანგარიშით დადასტურებულია, რომ 20 ივნისს ღონისძიებები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა

„ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს - ამჯერად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატზე გადასვლის შემდგომ, ანგარიშთან დაკავშირებით, აქტიური დისკუსია გაიმართება. ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ანგარიშით დადასტურებულია ის, რასაც მმართველი გუნდი 2019 წლის 20-21 მოვლენებისას ამბობდა.

„რაც შეეხება ივნისის მოვლენების შეფასებას, რასაც ვამბობდით, ფაქტობრივად, ის მიმართულება დადასტურებულია ამ კვლევითაც, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა ღონისძიებები და მინისტრის მხრიდან, მათ შორის, არ ჰქონდა ბრძანებას ადგილი“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

ცნობისთვის, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics