19:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 09:45:49, 530 ნახვა

საზოგადოება
სოფელ შილდაში და ყვარელწყალში პროექტის „ნუ შეზღუდავ ჩვენს შესაძლებლობას“ პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის დასკვნით ეტაპზე, 7 აგვისტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, პროექტის „ნუ შეზღუდავ ჩვენს შესაძლებლობას“  პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ორგანიზატორები არიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი,  საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ორგანიზაციები „IFES” და „ახალგაზრდული თაობა“.

შეხვედრის მთავარ მიზანს, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება, სწორი ტერმინოლოგიის შესწავლა, მათი სწორი იდენტიფიცირება და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხაზგასმა, რაც სამომავლოდ აღმოფხვრის მათდამი გამოწვეულ სტიგმას, დისკრიმინაციას და ხელს შეუწყობს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ანალოგიური შეხვედრები პროექტის ფარგლებში საქართველოს 13 სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, რეგიონში მცხოვრებ 14-29 წლამდე ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით და სერტიფიკატები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირების ხელშეწყობაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics