|
2020-04-03 12:08:46, 3679 ნახვა
ომი უკრაინაში
ქვემო ქართლის რწმუნებული - იმ ქალის ოჯახში, რომელიც ბანკის კონტაქტს წარმოადგენს, კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა
ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, კორონავირუსის ფაქტი იმ ქალის ოჯახში დადასტურდა, რომელიც ბანკის კონტაქტს წარმოადგენს. მისი თქმით, ანალიზების ჩასატარებლად გადაყვანილია მათი საჯარო მოხელის მეუღლე და ორი ბავშვი. „დადასტურდა, რომ ქალბატონთან, რომელიც ბანკის კონტაქტიდან მომდინარეობს, მის ოჯახში დაფიქსირდა მეუღლესთან და შვილთან კორონავირუსის ფაქტი. ოჯახიდან ასევე გადაყვანილი არიან ჩვენი საჯარო მოხელის მეუღლე და ორი ბავშვი. მათ დღეს ჩაუტარდებათ ანალიზები და ალბათ, დღესვე იქნება შესაბამისი პასუხები. როგორც ვიცი, მეუღლეს სიცხე აქვს. შვილებს არ აქვთ სიცხე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გადაყვანილნი არიან და არიან იზოლირებულები. ამ კონტაქტებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე გუშინ, პრაქტიკულად 90% წრის, სადაც შესაძლო რისკებია და კომუნიკაციების შესაძლებლობები იყო შესწავლილია და თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან ადამიანები. მათ შორის, იყო კომპანია „მაგთის“ სერვისის მოთხოვნა. მათგანაც 2 ადამიანი თვითიზოლაციაშია. ერთი კი საკარანტინე სივრცეში“, - განაცხადა რეხვიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით სიტუაცია კონტოლირებადია და პროცესის ხელიდან გაქცევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ჩვენი საკარანტინე სივრციდან წავიდნენ ადამიანები და დაახლოებით, 50-დან 60 ადგილამდე გვაქვს შესაძლებლობა, იმ შემთხვევისთვის თუ საჭიროება იქნება გავამკაცროთ რეჟიმი და აქვე საკარანტინო დაკვირვება იყოს. პოლიციას აქვს მითითებები, ისინი მკაცრად აკონტროლებენ თვითიზოლაციის რეჟიმს და შესაბამისი კამერებიდან, გარე კონტაქტებიდან კიდევ გვაქვს მოკვლევა იმათი, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო კონტაქტში ამ ფაქტთან, მათ შორის პირველ ფაქტთან, რომელიც არის ქალბატონი და რომელიც არის მარტოხელა. მას არ აქვს კომუნიკაცია და სადაც იყო ასეთი რისკები შესწავლილია ყველაფერი. ჯერჯერობით რაიმე ისეთი პროგნოზი, რომ ხელიდან გაგვექცა პროცესი არ არის. ყველაფერი მართვადია, არა არსი საჭიროება დამატებითი მკაცრი ზომების მიღების“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)