01:17 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 11:14:09, 1022 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს თანამშრომლები, ეს არის პატრიოტიზმი

24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს თანამშრომლები, ეს არის პატრიოტიზმი, - ამის შესახე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან ფრონტის წინა ხაზზე - საველე სამუშაოებს ასრულებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

„ჩემს თანამშრომლებს მადლობა მინდა გადავუხადო, საგანგებო ვითარებაში მუშაობისთვის. სამინისტროში შექმნილია საგანგებო სამუშაო ჯგუფი. ბევრი ჩვენი თანამშრომელი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ეს ადამიანები არიან ფრონტის წინა ხაზზე - საველე სამუშაოებს ასრულებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები; სავაჭრო ობიექტებში ახდენენ მონიტორინგს და, ასევე, სამართალდამცავებთან ერთად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში არიან ჩართული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ, რა თქმა უნდა, რთულ პირობებში უწევთ მუშაობა; 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს ცენტრალური  აპარატის თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი. მადლობა ვუხდი თითოეულ მათგანს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics