2020-04-03 10:50:07, 2216 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 016 401-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 016 401-მდე გაიზარდა, რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობა, მან 53 160-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოკლინსის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს.
მათი ინფოცრმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 211 775 ადამიანი.
გარდა ამისა, იტალიაში დღემდე გარდაცვლილია 13 915 ადამიანი, ჩინეთში - 3 326, ესპანეთში - 10 348, ირანში - 3 160, საფრანგეთში - 5 398, გერმანიაში - 1 107, აშშ-ში - 6 057 და ა.შ
ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 82 464-ს შეადგენს, იტალიაში - 115 242-ს, აშშ-ში - 245 559-ს, ესპანეთში - 112 065-ს, გერმანიაში - 84 794-ს, ირანში - 50 468-ს და საფრანგეთში - 59 929-ს.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსი მსოფლიოს 181 ქვეყანაშია გავრცელებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,