2020-04-02 18:48:49, 1984 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განცხადებით, მოსახლეობისთვის გაგზავნილი შეტყობინება, კომენდატის საათის დარღვევის გამო დაჯარიმების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება
ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,,UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".
ამის შესახებ შსს-მ განაცხადა.
მათი თქმით, ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),