|
2020-04-02 15:17:02, 4068 ნახვა
ომი უკრაინაში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კახეთში მოწყობილი ორი საკარანტინო სივრცე, 62-მა მოქალაქემ დატოვა
კახეთის მხარეში მდებარე სასტუმრო „პარკ ჰოტელსა" და „შატო მერეში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცეები კიდევ 62-მა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარანტინო ზონიდან გამოსული მოქალაქეთა ტრანსპორტირება უზრუნველყო. „კიდევ 62-მა ადამიანმა გაიარა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათ ვაცილებთ სახლებში, სრულებით ჯანმრთელებს. თითოეულ მათგანს, ვისაც ესაჭიროება სატრანსპორტო საშუალება, ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე ჩვენ ვთანამშრომლობთ 82 სასტუმროსთან", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ამ ეტაპზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-ზე მეტი ადამიანია განთავსებული. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეები 1400 - ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)