10:26 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 09:46:09, 12460 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს გაგვაღიზიანოს

ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს  გაგვაღიზიანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, შინდისში დაღუპული სამხედროების პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

“დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მიწა-წყალი. ამ თავდადებამ მოგვიყვანა დღეს თანამედროვე სახელმწიფო და გადაგვატანინა რთული პერიოდები. ჩვენმა თანამემამულეებმა აქ გამოჩენილი თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეიძინეს უკვდავება.  სწორედ ასეთი გმირობის ფასად იქმნება ქართველი ერი.

ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს  გაგვაღიზიანოს. მოქმედებს ჩვენთვის ყველაზე უფრო მძაფრ ჭრილობაზე და ცდილობს, იმოქმედოს ჩვენს მოთმინებაზე, მაგრამ მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი მოთმინება, რადგან დღეს სიამაყით ვდგავართ იმ ადგილზე, სადაც ვერ დაგვჩაგრეს, ვერ გატეხეს ქართველი კაცის სული.

ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა. არცერთი მათგანი არ გატყდა და შესაბამისად, არ გავტყდით ჩვენც!

აქედან გამომდინარე, ჩვენ მოთმინებაზე თამაში სრულიად უსარგებლოა, ჩვენს უკან დგანან ჩვენი გმირები, დგას ჩვენი წარსული, ჩვენი რწმენა, რომელშიც არავის არასდროს არ შეუტანია ეჭვი, ჩვენი ისტორიის უფრო რთულ მომენტებშიც კი! რწმენა, რომ საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ერთიანი და იმ მომენტში, როდესაც  ეს ერთიანობა დარღვეულია არ არსებობს ქართველი, რომელიც არ ფიქრობდეს - რა ღვაწლი შეიტანოს ამ ერთანობის აღდგენაში.

ამიტომ შეუძლებელია ჩვენი დაჩაგვრა და დათრგუნვა, სანამ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც დღეს მივაგებთ პატივს და  ვისაც დღეს ვუცხადებთ მადლობას“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics