14:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 13:20:42, 1233 ნახვა

კომენტარი
გაბუნია ახალ ალგორითმზე - ალგორითმში განსაზრვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი ალგორითმი ითვალისწინებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებას სამი კონკრეტული ადამიანის ჯგუფისთვის.

მისი თქმით, ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. "ჩვენ უკვე გვაქვს მზაობა, იმის რომ ე.წ ცხელების კლინიკებში მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში და მისი შეფასება კორონავირუსზე", - ამბობს გაბუნია.

„ალგორითმში განსაზრვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვისაა, ეს გახლავთ პირველ რიგში სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს და გამოხატული აქვთ კლინიკური სიმპტომები და ასევე მნიშვნელოვანია ტესტირების შესაძლებლობა შევქმნათ იმ პირებისთვის, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი.

ამრიგად, ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით, ჩვენ უკვე გვაქვს მზაობა, იმის რომ ე.წ ცხელების კლინიკებში მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში და მისი შეფასება კორონავირუსზე.

ალგორითმი გამოყოფს ტესტირების პრინციპებსა და მიდგომარებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ითვლება, რომ არის მაღალი რისკის, ამას მიეკუთვნება კონტაქტები სამედიცინო პერსონალი და ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებაში მყოფი პირები.

ამ ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით, როგორც პისიარის, ასევე ანტიგენების დაჩქარებუული ტესტითა და ანტისხეულების ტესტის და სამივე ამ ტესტის გარკვეული ტესტის რაოდენობა უკვე გვაქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics