11:04 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 12:23:19, 1926 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან შუახნის მამაკაცი შეიყვანეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან შუახნის მამაკაცი შეიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 7 ადამიანი იმყოფება.

,,აქედან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა - შუახნის მამაკაცი, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ.  ასევე ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედა-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

როგორც მან აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზედაეწერში თერმოსკრინინგი.

,,ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, ამ დროისთვის უკვე შევამოწმეთ 805 მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება, საბედნიეროდ არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, საკომენდანტო საათის პერიოდში რეგიონში 2 პირი დაჯარიმდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში და დაიცვან ის რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics