|
2020-03-31 15:54:32, 1257 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ახლა პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის - ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ, მერე გავაგრძელოთ კინკლაობა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, კორონავირუსის სწრაფი ტესტების საკითხზე პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის და ამ საკითხის გადაწყვეტა დარგის სპეციალისტებს უნდა მივანდოთ. მანვე განაცხადა, რომ ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ, მერე გავაგრძელოთ კინკლაობა. „ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა თავი უნდა დაანებონ კონკრეტული ბიზნეს ინტერესების თუ პოლიტიკური ინტერესების ლობირებას. ახლა ამის დრო არ არის! ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, მათსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის, მე დაავადებათა კონტროლის ცენტრს უფრო ვენდობი. შესაბამისად, როცა ამის საჭიროება იქნება, არის შესაბამისი რესურსი და ამას დაავადებათა ეროვნული ცენტრი გააკეთებს ანუ გამოიყენებენ სწრაფ ტესტებს. მოდით, ვინც იცის ეს საქმე იმათ მივანდოთ ამის კეთება და ზედმეტ სპეკულაციებს თავი დავანებოთ. ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება თავი დავანებოთ ზოგადად პოლიტიკურ კინკლაობას, ამისი დრო აუცილებლად მოვა, დრო ძალიან მალე მოვა არჩევნებამდე და შემდეგ ვიჩხუბოთ პოლიტიკურად, ეს ოპონენტებსაც და ჩვენც კარგად გამოგვდის. ახლა ამისი დრო არ არის, ყველამ ერთი საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ. ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ მერე გავაგრძელოთ კინკლაობა", - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)