|
2020-03-31 13:05:27, 2274 ნახვა
ეკონომიკა
რისთვის უნდა გამოვიყენოთ აგრო სესხი
საბანკო სექტორი როგორც ნებისმიერი ბიზნესი მუშაობს მოგებაზე და ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ სწორ დროს, სწორი მიზნებისთვის აღებული სესხი მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი სარგებელიც ძალიან დიდი იქნება ამ შეთანხმებისას. წარმოიდგინეთ რომ ბანკი არ არსებობს და დამატებითი სახსრების მოძიება სხვა გზებით გიწევთ. ყველა ეს გზა აწონ დაწონეთ, შესაძლოა რომელიმე სესხზე უკეთესია და ნაკლებათ დაგაზიანებთ წარუმატებლობის შემთხვევაში. რათქმაუნდა ამ შემთხვევაში მევალე საერთოდ არ განიხილება როგორც ალტერნატივა, შესაძლოა ეს იყოს ოფიციალური ინვესტორი ან პარტნიორი. ამ შემთხვევაში, როგორც პასუხისმგებლობა ისე არჩევანის თავისუფლება ერთი ორად მცირდება. საკუთარი ბიზნესის კეთებისას კი ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედების თავისუფლება. სესხის დიდი პრიორიტეტი სწორედ ის არის რომ გადაწყვეტილების მიმღებად ბიზნესის მფლობელი რჩება. სწორი დრო კი არის როდესაც თქვენ ჩათვლით რომ განვითარებასა და ცვლილებებისთვის მზად ხართ. სამეურნეო ბიზნესი რომელსაც აგრო სესხით სარგებლობა შეუძლია საკმაოდ დიდ შეღავათებს და განვითარების პერსპექტივას ფლობს. აგრო სესხი შეიქმნა სწორედ იმისთვის რომ ქვეყნის სამეურნეო ბიზნეს სექტორი გაიზარდოს და საექსპორტო პროდუქტიც შექმნას. აგრო სესხით სარგებლობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა თუ თქვენ ნულიდან იწყებთ სამეურნეო საქმიანობას საწყისი კაპიტალი, კი თითქმის არ გაქვთ. ამ შემთხვევაში შეძლებთ გრძელვადიანი აგრო სესხით და საშეღავათო პერიოდით ისიამოვნოთ. აგრო სესხი შესანიშნავი ვარიანტია, თუ გადაწყვეტთ უფრო მეტი პროდუქტი აწარმოოთ და დაინახავთ ბაზარზე ამის მზაობას. ასევე როდესაც დადგება დრო გაზარდოთ ასორტიმენტი. ამ შემთხვევაში სესხი მიმართული იქნება მოგების გაზრდაზე, წინსვლაზე და სწორი გათვლების შემთხვევაში წარმოადგენს ბიზნესის საყრდენს და არა დამამძიმებელ გარემოებას. აგრო სესხი შეიქმნა იმისთვის რომ ხელი შეუწყოს საქართველოში კონკრეტული ბიზნეს მიმართულების განვითარებას, სხვა სესხებისგან განსხვავებით ამ მიზნობრივ სესხს სახელმწიფოც აქტიურად გულშემატკივრობს და თავად ბანკიც. შესაბამისად ყველაფერი მიდის სწორ ბიზნეს გეგმამდე. აგრო სესხით სწორედ მაშინ უნდა ისარგებლოთ როდესაც თქვენს წინაშე იქნება გამართული სამეურნეო ბიზნეს გეგმა. სწორი გათვლები კი გულისხმობს რისკების და საკუთარი შესაძლებლობების ზედმიწევნით შესწავლას და გათვალისწინებას. აგრო სესხი თქვენი სამეურნეო ბიზნესის მხარდამჭერი და მეგობარია, ამიტომ გირჩევთ მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)