2020-03-30 14:05:03, 3263 ნახვა
პოლიტიკა
28 მარტს საქართველოში ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
28 მარტს საქართველოში ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. უცხოური მედიის ცნობით, ჰაკერულ ფორუმზე 4 934 863 მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია გასაჯაროვდა.
ცნობილია, რომ გასაჯაროვდა გარდაცვლილ ადამიანთა პირადი მონაცემები.
ჰაკერულ ფორუმზე გასაჯაროვდა ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა სრული სახელები, მოქალაქეთა საცხოვრებელი მისამართები, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის ნომრები და მობილური ტელეფონის ნომრები.
ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა. Zdnet აღნიშნავს, რომ „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლების პირადმა ინფორმაციამ ინტერნეტ სივრცეში გაჟონა“.
ჯერჯერობით უცნობია ვინ განახორციელა კიბერთავდახმა, ვინ მოიპოვა და გაასაჯაროა პირადი მონაცემები.
ცნობისთვის, აღნიშნული მონაცემების ინტერნეტში გაჟონვა Under the Breach-ის მონიტორინგის სამსახურმა დააფიქსირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,