|
2020-03-29 15:53:17, 1985 ნახვა
საზოგადოება
საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს
„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. შეუფერხებლად ხორციელდება ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირებაც. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები დისტანციური მუშაობის რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას. ფერმერთა საჭიროებებიდან გამომდინარე რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები, უსაფრთხოების წესების დაცვით, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზეც მიდიან და ადგილზე გასცემენ კონსულტაციებს. ფერმერების განცხადებით, დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რომ მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დადგეს. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)