2020-03-29 14:58:54, 2083 ნახვა
საზოგადოება
ილია II - მსოფლიო განსაცდელშია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვა ბოდბის ეპარქიის მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.
ზიარების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლი დალოცა და თქვა, რომ მწუხარება სიხარულით შეიცვლება.
„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ“, - განაცხადა ილია მეორემ.
ბოდბის მონასტერში მისული მრევლი წირვას მონასტრის მიმდებარედ დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლმა ზიარება მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,