|
2020-03-29 12:42:05, 23188 ნახვა
ომი უკრაინაში
ფოთსა და ზუგდიდში ბლოკპოსტები დაიდგა - ავტომობილით სამ პირზე მეტის გადაადგილება აიკრძალა
ფოთსა და ზუგდიდში ყველა ავტობუსი გაჩერებულია. სამართალდამცველები ამოწმებენ და აჯარიმებენ იურიდიულ პირებს, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად საქმიანობას აგრძელებენ. გუშინ რამდენიმე სალონი წესების დარღვევის გამო უკვე დაჯარიმდა. სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავუირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები გააკონტროლებენ ბლოკ-პოსტებს მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან. რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად გაჩერდება. ამასთან, ავტომობილში ყველა უნდა იჯდეს პირბადით. 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მცხოვრებია. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 25 მარტს მოათავსეს. პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს - 20 მარტს დაბრუნდა საქართველოში და აქამდე ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ თვითიზოლაციის წესებს მკაცრად იცავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)