23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-09 11:29:45, 1091 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში რუსეთ–საქართველოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა

რუსეთ–საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფოტო გამოფენა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ქ. ბერლინში გამართული ღონისძიება გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აგრეთვე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეფერატის ხელმძღვანელმა, მარკ ბოგდანმა. გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მყარ და უცვლელ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. 

საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ბერლინში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics