2025-06-03 14:26:14, 463 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - სახელმწიფო ბიუჯეტები და საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია
![]() ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებით, სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტები და სახელმწიფო საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია. გოცირიძე სახელმწიფო საწარმოების რეფორმის თაობაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სფერო “ოცნების” ოჯახების, მეგობარ-ნათესავების, პარტიული აქტივის, “მომსახურე პერსონალის”, ჩამოწერილი დეპუტატების, ბიუროკრატიის და სხვა ჯურის უსაქმურთა თავშესაფრად იქცა“. “ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო. მარტო კადრების შემცირებით ჯერ 52 მილიონ ლარს დავზოგავთ წელიწადში, მერე 100 მილიონ ლარამდე ავალთო. თავად აღიარეს, რომ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში მათი ნათესავების და პარტიული აქტივის ფაქტიური თუ ფიქტიური გაფორმებით მილიარდ ლარზე მეტი წაგლიჯეს სახელმწიფოს “ოცნების” მმართველობის პერიოდში. თუ მართლა განხორციელდა აღნიშნული “ოპტიმიზაცია”, “გამოთავისუფლებულ” პირებს საჯარო სამსახურებში გადაანაწილებენ. ამ სფეროში რამდენჯერმე მეტი “ოცნების” შესანახი პირია შეფარებული, ვიდრე სახელმწიფო საწარმოებში. სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტები და სახელმწიფო საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია, რომლებიც “ოცნების” ოჯახების, მეგობარ-ნათესავების, პარტიული აქტივის, “მომსახურე პერსონალის”( მაგ. მომღერალ-მოექსპერტო ელემენტების), ჩამოწერილი დეპუტატებისა და ბიუროკრატიის და სხვა ჯურის უსაქმურთა თავშესაფრად იქცა”, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
მაკრონი კიევის დაბომბვაზე - ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა. ტერორი და ბარბაროსობა
გია ვოლსკი - უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება, ასე მარტივი არ არის, ბევრი ქვეყანა ამას მხარს არ დაუჭერს
ხაბეიშვილი - "ოცნებას" აღარ აქვთ ძალოვნების იმედი და თუ კიდევ ერთხელ ხელს აღმართავენ, მიიღებენ ქართველი ხალხის მრისხანებას
რუსი აგრესორების თავდასხმის შედეგად კიევში უკვე 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი,
|
რედაქტორის რჩევით
კალაძემ სამჯერ გასცა მეტრო „ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის გახსნის პირობა, პირველად 2022 წლის მაისში
გამომგლიჯველთა გუნდი - ვინ წარადგინა ხაზარაძე გახარიას პარტიებმა თბილისში
ომი უკრაინაში![]() რუსი აგრესორების თავდასხმის შედეგად კიევში უკვე 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი,
![]() ურსულა ფონ დერლაიენი - ჩვენ წარმოგიდგენთ მკაცრი სანქციების მე-19 პაკეტს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
წინასწარი მონაცემებით,საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა
დღის თემა
კალაძემ სამჯერ გასცა მეტრო „ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის გახსნის პირობა, პირველად 2022 წლის მაისში
მთავარი თემა
|