02:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 14:27:48, 3298 ნახვა

ეკონომიკა
მდინარაძე - ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, შევძლებთ ეკონომიკის სტიმულირებას და მოსახლეობის დახმარებას

„უახლოეს დღეებში მთავრობა წარმოადგენს შესაბამის  გეგმას, რაც იქნება რეალისტური, რეალისტური ციფრებით და საჭიროებების მიხედვით სეგმენტებზე მორგებული. ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ერთი მხრივ ეკონომიკის სტიმულირებას და მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობის დახმარებას, იმ სეგმენტებზე გათლით, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ის", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმებს. მისი თქმით, მათ თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, მაგრამ საუბრობენ იმისთვის, რომ მოიგონ გარკვეული სეგმენტის გული.

„საქართველოს პარლამენტი მთლიანად არის ჩართული საბჭოს მუშაობაში, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმშია და პარალელურად ვისმენთ ოპოზიციისგან რაღაც ანტიკრიზისულ გეგმებს. ეს ციფრები რომ შეკრიბოთ, იმდენად პოპულისტური და არარეალისტურია, რომ ალბათ მივიღებთ ჩვენს ბიუჯეტზე მეტს, რაც მათი აზრით ასე უნდა დარიგდეს საზოგადოებაში. მათ თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, უბრალოდ საუბრობენ იმისთვის, რომ მოიგონ რაღაც სეგმენტის გული, მაგრამ ხალხი ყველაფერს  ხედავს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics