|
2020-03-27 13:54:33, 7357 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - კომპანიამ, რომელთანაც ტესტების შესყიდვაზე შეთანხმება დავდეთ, შეგვატყობინა, რომ მათი ზოგიერთი ტესტი წუნდებულია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კომპანიამ, რომელთანაც ტესტების შესყიდვაზე საქართველოს შეთანხმება ჰქონდა მიღწეული, ქვეყანას თავად შეატყობინა, რომ მათი ზოგიერთი ტესტი წუნდებული აღმოჩნდა. მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ანულირებულია „იმ კომპანიასთან, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებში იმყოფებოდა ევროპის სხვა ქვეყნებთან და მან თავად შეგვატყობინა, რომ ზოგიერთი მისი ტესტი აღმოჩნდა წუნდებული, რის გამოც პარტიები მთლიანად გაჩერდა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ მანამდე, ვიდრე ეს ტესტი ქვეყანაში შემოვიდოდა. ამდენად, ეს ხელშეკრულება არის მთლიანად ანულირებული და ამ კომპანიასთან თანამშრომლობას აღარ ვაგრძელებთ. არის ალტერნატიული კომპანიები, რომლებიც ემყარება სხვადასხვა სარწმუნო შეფასებას მათი რეპუტაციის და შესაძლებლობების შესახებ. ეს კომპანიები დღეს იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ყველასთვის ცნობილია, როგორც ჩინეთში, ასევე ევროპის ქვეყნებში წუნდებულ ტესტებთან მიმართებაში გვთავაზობს მცირე რაოდენობის ტესტების წინასწარ შემოტანას ქვეყანაში იმისთვის, რომ მოხდეს ტესტის ვალიდურობის შეფასება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)