00:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 15:58:55, 1841 ნახვა

საზოგადოება
საბაჟო გამშვები პუნქტები მგზავრებისთვის შეზღუდული გრაფიკით მუშაობენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი კორონავირუსის (COVID–19) გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ,  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,  გამკაცრებულ სისტემას დაექვემდებაროს საქართველოს საზღვრის კვეთის წესები.

ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად:

საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის/ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელია -  10:00 საათიდან 18:00 საათამდე და მხოლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების საშუალებით:

თურქეთის რესპუბლიკა

• ნებადართული მხოლოდ ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან;

• ,,კარწახისა" და ,,ვალეს" საბაჟო  გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

• ნებადართულია მხოლოდ ,,წითელი ხიდის" საბაჟო  გამშვები პუნქტიდან;

• ,,ლაგოდეხის", ,,სამთაწყაროსა" და ,,მტკვარის" საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

რუსეთის ფედერაცია

• ნებადართულია ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან.

სომხეთის რესპუბლიკა

• ნებადართულია მხოლოდ ,,სადახლო საავტომობილოს" საბაჟო გამშვები პუნქტიდან;

• ,,გუგუთის", ,,ახკერპისა" და ,,ნინოწმინდას" საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ ხდება საქართველოს მოქალაქე მგზავრთა უმკაცრესი, ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, ექიმი ეპიდემიოლოგი იღებს გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის ან სამედცინო დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, ხოლო მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) დადგენილი წესის თანახმად, აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.  ამასთან, საქართველოში დაბრუნებული ყველა საქართველოს  მოქალაქის გადაყვანას საკარანტინო ზონაში, შესაბამისი პროცედურების დაცვით,  უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

რაც შეეხება, ტვირთების გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას,  აღნიშნული შეზღუდვა მათ არ შეეხებათ და საქართველოს  საბაჟო საზღვარზე მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად ამ მიზნისთვის,  შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი  წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics