00:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 11:14:47, 2779 ნახვა

მსოფლიო
ჯანმოს წარმომადგენელი - აშშ-ს აქვს პოტენციალი, რომ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი გახდეს

ამერიკის შეერთხებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილტა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების 8 860 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ დილით აშშ-ში 46 371 ინფიცირების შემთვევა იყო, ხოლო დღეს მათი რაოდენობა 55 231-ს შეადგენს.

შესაძლოა ყოველივე ამის გამო, ამჯერად ამერიკა გახდეს კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი.

 „მსოფლიოში დაფიქსირეული ახალი შემთხვევების 85 პროცენტი ევროპიდან და ამერიკიდანაა შესული ქვეყანაში. მათგან კი 40 პროცენტი ამერიკაზე მოდის“, - ამის შესახებ ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამერიკა ახალ ეპიცენტრად იქცეს, ჰარისმა უპასუხა, რომ „შეერთბულ შტატებში ვხედავთ შემთხვევების ძალიან სწრაფ მატებას. ასე რომ, ეს პოტენციალი არსებობს. მათ დაავადების დიდი აფეთქება აქვთ და ამ აფეთქების ინტენსივობა იზრდება“.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით გარდაიცვალა18 919 ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულია - 423 670.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics