06:15 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 09:59:12, 626 ნახვა

საზოგადოება
ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ნეშტს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ადამიანის ნეშტს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

12 ადამიანის ნეშტი, გუშინ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც   დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი  აღევლინა.

11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს.

ცნობისთვის,  წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს  შეიქმნა  ორმხრივი  საკოორდინაციო ჯგუფი,  რომელიც  შეისწავლის  1992-193 წლებში  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა  მოძიების  საკითხებს. მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა ბაბუშერას სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია.

იდენტიფიცირების მიზნით  ნეშტები  გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.  დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები  ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა.  ამ ეტაპზე, სულ იდენტიფიცირებულია 21 ნეშტი.

წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics