23:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 22:12:02, 2213 ნახვა

საზოგადოება
სსე-ის დისპეტჩერები ოფისიდან გაუსვლელად მუშაობენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.

 

სსე-ის სათავო ოფისში განთავსებულია ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მართვის ფარი, რომელიც კოორდინირებას უწევს ენერგოსისტემაში მომუშავე, მოხმარებისა და გენერაციის ყველა ობიექტს. სწორედ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უწყვეტი და უსაფრთხო ენერგომომარაგება. ამ ყველაფრის უკან კი სსე-ის დისპეტჩერები დგანან, რომლებიც რთულ ვითარებაში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ენერგეტიკული სისტემა გამართული იყოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდეს.

საფრთხეების მინიმიზაციის მიზნით, 11 მარტს,“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” მიიღო გადაწყვეტილება, დაკვირვების პერიოდის გავლის შემდეგ, დისპეტჩერების ოფისიდან გაუსვლელად მუშაობის შესახებ. 23 მარტიდან კი სსე-ის დისპეტჩერები ორი კვირის განმავლობაში, ოფისიდან გაუსვლელად, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ!

დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა და ჩვენც, თითოეული მისი მოქალაქე, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ ქვეყანას გამართულ ფუნქციონირებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics