|
2020-03-24 14:31:24, 1797 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: მთავრობა აკონტროლებს იმ ობიექტებს, რომელთა საქმიანობაც, ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, დროებით შეჩერებულია
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მკაცრი კონტროლი განხორციელდება ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე, რომლებიც, საგანგებო მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე, შეჩერებულია და კომპანიები თვითნებურად დააპირებენ საქმიანობის განახლებას. ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც კონტროლს ახორციელებენ გაერთიანებული ჯგუფები, რა თქმა უნდა,ეპიდემიოლოგების დ ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით. „როგორც უკვე განვმარტე, ამ ორ მუნიციპალიტეტში მოქმედებს მკაცრი აკრძალვის რეჟიმი და იმ საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ შედის საგამონაკლისო ჩამონათვალში ანუ არ არის დაკავშირებული კვების მიწოდებასთან, ან სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან, მაგალითად ელექტროენერგიის, გაზის, საწვავის მიწოდებასთან და მათი საქმიანობა ხდება დახურულ სივრცეში, იქნება დროებით შეჩერებული, განხორციელდება კონტროლი და გარკვეული ჯარიმებია გათვალისწინებული" - განაცხადა ნათია თურნავამ მინისტრის განმარტებით, საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იყოს ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ საწარმოში მუშაობას - ასეთია, მაგალითად, კარიერების წარმოება, ქვიშა-ხრეში მოპოვება, საშენი მასალების მოპოვება, რომელიც ღია სივრცეში ხორციელდება და სხვა ისეთი სამუშაოები, რომლებიც ღია სივრცეში ხორციელდება. „ამ სახის საქმიანობების გარკვეული კონკრეტული სია გამოქვეყნდება უახლოეს საათებში" - აღნიშნა მინისტრმა. რაც შეეხება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს, მინისტრის თქმით, იქ შეზღუდული საქმიანობების ჩამონათვალი არ არის ძალიან დიდი, თუმცა, აქაც არის ჯარიმები და ამასაც ხელისუფლება აკონტროლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)