|
2020-03-24 14:08:19, 1897 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები განმარტა
პრერ- მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს ეხება. მისი თქმით, ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის" მომსახურებით. „რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს - რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს აკრძალული აქვთ მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის" მომსახურებით. შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონების და ღამის კლუბების საქმიანობა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)