00:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 11:36:41, 1466 ნახვა

საზოგადოება
შუახევში სოციალური კამპანია დაიწყო

შუახევში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელებს, სარეცელს მიჯაჭვულებსა და მრავალშვილან ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადაეცემა.

დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარალამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში ასრებულ ვითარებას გაეცნო და საინფორმაციო შეხვედრები გამართა.ადგილობრივებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და საჭიროებისამებრ თანადგომა და დახმარება აღუთქვა. მერმა, აქციის ფარგლებში, თანმხლებ პირებთან ერთად სოფელ წყაროთაში რეზო ჯოიძის მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო კალათა მიუტანა.

,, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად ახლა სჭირდება თანადგომა და დახმარება. დავიწყეთ სოციალური აქცია, რომლის ფარგლებშიც დავეხმარებით რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს. მთავრია მოსახლეობამ გაითვალისწინოს საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში. დარწმუნებულნი ვარ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით და ერთად დგომით დავამარცხებთ კორონავირუს“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

დღესვე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრთან ზაზა დავითაძესთან ერთად ზამლეთის ადმინისტრაცილ ერთეულში იმყოფებოდა. სოციალური აქციის ფარგლებში სასურსათო პროდუქტი მიუტანა სოფელ ფურტიოში მცხოვრებ ჟუჟუნა ბერიძის უმწეო ოჯახს. საკვები პროდუქტების მიწოდება რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებზე შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ეტაპობრივად განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics