00:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 11:12:44, 1464 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

„თიბისი“ ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის  დაფინანსებას მოხმარდება.

"მოხარული ვარ, რომ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. მოზიდული ფინანსური რესურსით თიბისი ადგილობრივი ბიზნესების უფრო აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მათი საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. მინდა, მადლობა გადავუხადო ოპეკის ფონდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდი  OPEC-ის სტრუქტურაში შემავალი წევრების მიერ 1976 წელს დაარსდა განვითრებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით.  ოპეკის ფონდი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანდაცვა და განათლება.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics