|
2020-03-23 17:58:38, 1436 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ ბანკის წარმომადგენელი - საბანკო სერვისების მიწოდება ყველა რეგიონში უწყვეტად მიმდინარეობს
„თიბისი“ ბანკის წარმომადგენლის, გიორგი თხელიძის განცხადებით, საბანკო სერვისების მიწოდება ყველა რეგიონში უწყვეტად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ბიზნესის საჭიროებისთვის ყველა მექანიზმი შექმნილია. „შეხვედრის მიზანი იყო ბიზნეს სექტორთან ერთად გვემსჯელა არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ დავუდასტურეთ, რომ ყველა საბანკო სერვისის მიწოდება ყველა რეგიონში არის უწყვეტი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. შემდგომი საკითხი იყო, რა უნდა გაკეთდეს ბიზნესების მხრიდან, რომ ერთის მხრივ თანამშრომლების ჯანმრთელობა იყოს დაცული და ის ბიზნეს სექტორები, რომლებსაც შეუძლიათ დღეს მუშაობის გაგრძელება, როგორ შეგვიძლია ამას ხელი შევუწყოთ. ალბათ, აქ ძალიან ბევრი ქმედება პასუხისმგებლობის გადანაწილებაზეა, რასაც მთავრობა აკეთებს. ბანკების მხრიდან ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ბიზნესთან, რომელიც გაჩერდა რომ მივეხმაროთ ამ პრობლემის გადაგორებაში. ხოლო ის ვინც აგრძელებს მუშაობას, ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო პროექტები მაქსიმალურად ჰქონდეს საქმიანობის გაგრძელების საშუალება. უნდა მივყვეთ პროცესებს, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში უკვე ყველა მექანიზმი გვაქვს შექმნილი იმისათვის, რაც ბიზნესს სჭირდება. დანარჩენს კი უნდა დავაკვირდეთ როგორ წარიმართება“, - განაცხადა გიორგი თხელიძემ. მისი თქმით, სესხების გადავადების პროცესი საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. „სესხების გადავადების პროცესში ჩაერთო ძალიან დიდი ნაწილი და ეს პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს. დიდ ნაწილს ვცდილობთ, რომ დისტანციურად გავაკეთოთ, რაც მნიშვნელოვანია, რათა მოსვლა არ მოუწიოთ მომხმარებლებს. რა თქმა უნდა, გარკვეული ნაწილი მოდის ფილიალებში, მაგრამ არის საკმაო რაოდენობა, ვისაც არ სჭირდება გადავადება და ამას ჩვენთან წინასწარ აცხადებს“, - განაცხადა გიორგი თხელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)