04:43 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 15:12:45, 1310 ნახვა

ეკონომიკა
სს ,,რუსთავის აზოტი“ - საქართველოს საწარმოები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას

 სს ,,რუსთავის აზოტი“  - ქვეყანაში მოქმედი საწარმო ქარხნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ბაზრის მომარაგებას.


ცნობილი გახდა, რომ სს ,,რუსთავის აზოტის“ ქარხანამ 100 000 ლარი, შესაბამის ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა  სპეციალური საჭიროებებისთვის. 


,,ახალი კორონავირუსი COVID-19 ის გავრცელებით მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილი გამოწვევის გამო გაცნობებთ შემდეგს, რომ :
გვაქვს ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გვესმის რა, დღეს შექმნილ საყურადღებო ვითარება ქვეყანაში, გვინდა ვაცნობოთ ფერმერებს, რომ ქარხანა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას სრულად. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივი ბაზარი წარმოადგენს ჩვენი, საერთო წარმოების მხოლოდ 7% დან 10%-ს.

სს ,,რუსთავის აზოტი“ არის ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი, შეგვაქვს რა წილი ეროვნული ვალუტის და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის ფორმირებაში. სს ,,რუსთავის აზოტი“ აგრძელებს ჩვეულ, უწყვეტ რეჟიმში, როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრების თანმიმდევრულ მომარაგებას ამონიუმის გვარჯილით.
სს ,,რუსთავის აზოტის“ ქარხანა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო საქართველოში ეხმაურება მთავრობის ინიციატივას ,,სტოპ-COVID-19“ და დღეს შესაბამის ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა 100,000 ლარი სპეციალური საჭიროებებისათვის", - საქართველოს მელიორაცია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics