01:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 13:52:26, 1318 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - Covid19-ის საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში

„ამ საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს.

„ქალბატონი სალომეს შემთხვევაში, რთულია პროგნოზირება იმისა, ვერ გამოხატა აზრი, თუ რამეს გულისხმობდა. რაც მან თქვა, ის სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი ამ ტიპის შეზღუდვა არ არსებობს არსად ქართულ კანონმდებლობაში და იმედი მაქვს, ეს საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, ერთი თვის შემდეგ და ეს ყველაზე დიდი საფრთხისმომცველი ფაზა რომ გადაივლის, ამის შემდეგ, აღარ იქნება საჭირო ამის გაგრძელება და არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს, ამიტომ მის სიტყვებს ვერანაირად ვერ დავეყრდნობით.

რეალურად თუ მართლა ისეთი მძიმე მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში და აქედან გამომდინარე საქართველოშიც, რომ ფიზიკურად შეუძლებელია არჩევნების ჩატარება, ეს ყველასთვის გასაგები იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება იმ დროისთვის და ამ საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში“, - განაცხადა გიგა ბოკერაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics