|
2020-03-23 13:49:43, 1405 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ბოლნისისა და მარნეულის გარდა, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა შეუფერხებლად ხორციელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების გარდა, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა შეუფერხებლად ხორციელდება, გარდა კონკრეტული შეზღუდული სფეროებისა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს შეზღუდვას ექვემდებარება არასასურსათო საქონლით საცალო ვაჭრობა და სარესტორნე მომსახურება. „ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების გარდა, სადაც საგანგებო კარანტინია შემოღებული, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა შეუფერხებლად ხორციელდება, გარდა კონკრეტული შეზღუდული სფეროებისა. თვითონ შეზღუდვას დღეს ექვემდებარება საცალო ვაჭრობა არასასურსათო საქონლით და სარესტორნე მომსახურება, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს თვითონ რესტორნების და კაფეების საკუთარ ფართში. ყველაფერი, რაც შეეხება არასასურსათო ვაჭრობას, მაგრამ არა საკუთარ მაღაზიებში, არამედ დისტანციურად, ელექტრონულად, ადგილზე მიტანით უსაფრთხოების ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული წესების დაცვით კლავინდებურად გრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)