|
2020-03-23 11:29:34, 1146 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ყველა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდეს
„ევროპული საქართველოს წევრი” ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზის ეხმაურება და რეკომენადაციებს წერს. მისი თქმით, კრიზისის განვითარების თვალსაზრისით ჩვენც და კიდევ ბევრი ქვეყანა 3-4 კვირით ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპას. ამიტომ ყოველ დღეს ჩვენი მზაობის ასამაღლებლად აქვს დიდი ფასი. " "მარნეულის შემთხვევის" გათვალისწინებით ჩამოვწერ რამდენიმე კრიტიკულ საკითხს: 1. მასობრივი ინფორმირება და ყოველი მოქალაქის ცნობიერებამდე საფრთხის შეგრძნებისა თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაყვანა არ ხებდა მხოლოდ ბრიფინგებითა და სატელევიზიო ჩართვებით, თუნდაც ძალიან ავტორიტეტული პროფესიონალების მიერ. ერთ გვერდზე დაწერილი ძირითადი ინსტრუქცია რომ გაიზეპიროს ყველა მოქალაქემ, საჭიროა (საჭირო იყო თებერვლიდან!) ინტენსიური სატელევიზიო და ფბ-კამპანია, მათ შორის, უმცირესობების დონეზე. ასევე, აქაა საჭირო ზუსტად ადმინისტრაციული რესურსი!!! ყოველი სოფლის გამგებელი და სოფლის ექიმი/ექთანი ახლა უნდა იყოს სოფლის მომვლელიც, ინფორმატორიც და მომწესრიგებელიც! საქალაქთაშორისო მოძრაობის ჩაკეტვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ძალიან დიდ ფასს ვიხდით ეკონომიკის გაჩერებით, მაგრამ ნახევარზომებით აზრს ვუკარგავთ უკვე განხორციელებულ ზომებსაც. ამიტომ თუ ვაკეთებთ ჩაკეტვას, ჩავკეტოთ ბოლომდე. ოღონდ მნიშვნელოვანია, სამსახურში მისვლის ლოჯისტიკა ავუწყოთ ექიმებსა და ექთნებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს, სამხედროებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირდაპირ უნდა მიებას ცალკეულ საავადმყოფოებსა და სხვა აუცილებელ სამსახურებს. 2. მასობრივი სწრაფი ტესტირება ქვეყანას არ ეყოფა რესურსი, მთელი სოფლები და რაიონები კარანტინში განათავსოს. მასობრივი სწრაფი ტესტირება, მაგალითად, მარნეულში, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა, სწრაფად გამოეყო ინფიცირებულთა ჯგუფი და მხოლოდ მათი იზოლირება მოეხდინა სიმპტომების მიხედვით: მძიმეები საავადმყოფოში, მსუბუქები - საკარანტინო სივრცეებში, არაინფიცირებულები სახლებში მაქსიმალური სოციალური დისტანცირებით. მასობრივად სწრაფი ტესტირების ინფრასტრუქტურის შექმნას ვაგვიანებთ! ძალიან! მარნეულელი ქალის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ცალკე თემაა (თუმცა იხ. პუნქტი 1), მაგრამ საავადმყოფოში პნევმონიით შესვლის მომენტიდან რამდენ ხანში გაუკეთდა პაციენტს ტესტი კორონავირუსზე? გავარკვიოთ ეს და გავიგებთ, სად გვაქვს ხარვეზები. 4. დავიცვათ ჰოსპიტალები!!! მარნეულის "ჯეოჰოსპიტალი" კარანტინშია. მაშინ, როცა ყოველი ექიმი, ექთანი, საწოლი, სივრცის ერთი კვადრატულიც კი გასაფრთხილებელია, ჩვენ "დავკარგეთ" მთელი საავადმყოფო! იმედია, დროებით! რატომ? იმიტომ რომ საავადმყოფოები ჯერაც არაა გადაყვანილი საგანგებო რეჟიმზე, ჯერაც არაა გამკაცრებული მედპერსონალის უსაფრთხოების ზომები, ჯერაც არ ჩატარებულა მასობრივი ტრენინგი სააავდმყოფოებში, როგორ გადაეწყოს თითოეული საავადმყოფო ახალ რეალობაზე. მედპერსონალს სჭირდება სათანადო ეკიპირება!!! გაითვალსიწინეთ, თბილისის ზოგიერთმა საავადმყოფომაც "დაკარგა" მედპერსონალი იმის გამო, რომ ნაწილი მარნეულის "ჯეოჰოსპიტალშიც" მუშაობდა. უნდა აიკრძალოს ერთი ექიმის/ექთნის ერთზე მეტ ადგილას მუშაობა და მათი სახელფასო დანაკლისი უნდა დააკომპენსიროს ჯანდაცვის სამინისტრომ. სამინისტრომ უნდა გააკეთოს სამედიცინო გუნდებად ამ დაყოფის სწრაფი მენეჯმენტი! 5. დავიცვათ პოლიციელები და სამხედროები! მათ ახლა ვავალებთ საკარანტინო სივრცეების დაცვას და მთელი რაიონების გაკონტროლებას. თავად არიან დაცულები? მათი რესურსი გასაფრთხილებელია. ვიმეორებ: ნახევარზომები ყველაზე არაეფექტურია. ზიანს, რასაც ვიღებთ ეკონომიკურად, გამართლება უნდა ჰქონდეს იმით, რომ ვირუსს ეფექტურად ვებრძვით. ვირუსი ამ ზღუდეებს გაარღვევს/გაარღვევდა, მაგრამ "როდის" - ესაა მთავარი კითხვა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 3-4 კვირა. მუშაობა 24/7 რეჟიმში!!!“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)