|
2020-03-23 11:18:28, 1250 ნახვა
საზოგადოება
გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი მომსახურებას ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოიფხვრამდე არ განაახლებს
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი მომსახურებას იმ დრომდე არ განაახლებს, ვიდრე ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ აღმოიფხვრება. როგორც ცნობილია გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა მიმდინარე წლის 16 მარტიდან ფრუნქციონირება შეაჩერა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა მომსახურების მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირი იძულებით გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს, და ნუ გამოცხადდებიან იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივი ცენტრებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს იუსტიციის სახლი არ მოემსახურება. გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალ-დამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)