09:47 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 21:33:08, 5699 ნახვა

ომი უკრაინაში
ზაურ დარგალი - საკმაოდ დიდი რისკის ქვეშაა თითოეული მარნეულელი

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და დგინდება თუ ვისთან ჰქონა კონტაქტი დაინფიცირებულ მოქალაქეს.

ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში მარნეულის მერია დამატებით შეზღუდვებსა და რეგულაციებს მოქალაქეთა გადაადგილებასა და შეკრებებთან დაკავშირებით ვერ დააწესებს, მაგრამ თითოეულმა მარნეულელმა უნდა გიაზროს, რომ საფრთხე რეალურია.

„მე კიდევ ერთხელ ვურჩევ მარნეულელებს, რომ დარჩნენ სახლში რადგან მუნიციპალიტეტში დიდი საფრთხეა. ბევრ ადამიანთან შეიძლება ჰქონოდა ამ ადამიანს კომუნიკაცია, რადგან ვიცით რომ წლისთავზეც იყო რამდენიმე დღის წინ და ა.შ. ამიტომ, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშაა თითოეული მარნეულელი, რადგან ჩვენ პატარა მუნიციპალიტეტში ვცხოვრობთ“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ მუნიციპალიტეტში არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც შექმნილ სიტუაციას სერიოზულად არ ეკიდება და ქალაქში და სოფლებში ჯერ კიდევ ხშირია მასობრივი თავშეყრის შემთხვევები.

„გუშინ, გუშინწინ იყო დიდი მოძრაობები, გასვენებები, წლისთავები, ორმოცები. ჩვენ კი ვზღუდავთ მაქსიმალურად და ვაკონტროლებთ, თუმცა მოქალაქეთა პასუხისმგებლობა მაინც უნდა იყოს მაღალი“ - განაცხადა ზაურ დარგალმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics