02:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 22:23:32, 1307 ნახვა

საზოგადოება
სავაჭრო ქსელებში მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მონიტორინგი ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე მსხვილ სავაჭრო ქსელებში სურსათის მარაგებისა და პროდუქციის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს ყველა სახის სურსათის მარაგი.


„ქვეყანაში ყველა სახის სურსათის მარგი გვაქვს; გამართულად მუშაობს პროდუქციის მიწოდების სრული ჯაჭვი. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს სურსათით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ ექნებათ. მთავარია, მათ გაითვალისწინონ, რომ გადამეტებული მოთხოვნის შედეგად, სარეალიზაციო ობიექტებში ხელოვნურად იქმნება სურსათზე დეფიციტი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია სასურსათო ჯაჭვის ყველა რგოლთან, რათა სავაჭრო ქსელების სურსათით მომარაგება უწყვეტად მოხდეს და მოსახლეობამ პროდუქციის შეძენა შეუფერხებლად შეძლოს“, - აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ.


აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები  მაქსიმალურად ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და სასურსათო ობიექტებში იცავენ იმ ჰიგიენურ ნორმებს, რაც აუცილებელია თანამშრომლებისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისთვის.


ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა ზემოაღნიშნული მიმართულების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის აქტიურად მუშაობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics